Site icon sportmedia.live

ბურუქის სამსახურით სერია A-სა და ინგლისის პრემიერ ლიგაში დაინტერესდნენ

იტალიური TuttoMercatoWeb წერს, რომ “გალათასარაის” თაცკაცის ოქან ბურუქის სამსახურით სერია A-ს ბინადარი “ლაციო” და პრემიერ ლიგის “ტოტენჰემი” დაინტერესდნენ. 

 

თურქმა დამრიგებელმა სტამბოლური გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა, სადაც ის გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულთან” დამარცხდა. 

 

მოსალოდნელია, რომ ზემოთ აღნიშნული ორივე გუნდი მომავალ ზაფხულს მწვრთნელს გამოიცვლის და თანაც ბურუქს ამჟამინდელ კლუბთან სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება. 

 

ინფორმაციისთვის, ბურუქმა კარიერა თურქეთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო, რის შემდეგაც “ელაზიგსპორში”, “გაზიენთსპორში”, “სივასპორში”, “გიოზტეპეში”, “აქისარში”, “რიზასპორსა” და “ბასაქშეჰირში” იმუშავა. 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version