Site icon sportmedia.live

ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად “ლივერპულის” საკვანძო ფეხბურთელი გახდა – კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება

ბრიტანულმა გამოცემებმა მეკარე გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატიები გამოაქვეყნეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ორი ამხანაგური მატჩი, „ლივერპულში“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში კარგ სამსახურს გაუწევს.

 

The Empire of The Kop: „გიორგი მამარდაშვილმა „ბრაიტონთან“ წაგებული დაპირისპირების შემდეგ ლიეტუვასთან კარი მშრალად შეინახა. შესაძლოა, ეს „ბრაიტონთან“ იმედგაცრუებას ვერ გადაფარავს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო მატჩში ჩვენთვის დადებითი პასუხი გაგვცა, რამეთუ გამარჯვებული დაბრუნდა. 

 

2:0 მოიგეს და ეს მათ ისტორიაში ისტორიული მეასე გამარჯვებაა. გაზეთების სათაურებში აქცენტი გიორგი მიქაუტაძის დუბლზე გაკეთდა, თუმცა არ შეიძლება ყურადღების გარეშე დავტოვოთ 25 წლის მეკარის თამაში, განსაკუთრებით უკანასკნელ ხანს საკლუბო დონეზე მოვლენების გათვალისწინებით. Liverpoolfc აღნიშნავს, რომ გიორგიმ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა, რაც სწორედ ის რეაქციაა, რომლის ნახვაც სამხრეთ სანაპიროზე რთული მატჩის შემდეგ გვინდოდა. ეს ქართველების მშვიდი და პროფესიონალური თამაში იყო, გააკეთეს, რაც მოეთხოვებოდათ, დროის უმეტეს ნაწილში უპირატესობას ფლობდნენ და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს. რას ნიშნავს ეს „ბრაიტონთან“ ასპარეზობის მერე? არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მამარდაშვილის „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში ბოლო გამოჩენამ, კითხვის ნიშნები დაბადა, მეტადრე ბურთის ატანის მხრივ. ჟურნალისტი პოლ გორსტი წერდა: „როგორც ჩანს, „ლივერპულის“ ფეხბურთელებს ისევ დაავიწყდათ, რომ ის ცაციაა“.

 

ამან ჩვენი გუნდის შეუთამაშებლობა კიდევ ერთხელ დაადასტურა, განსაკუთრებით ალისონის არყოფნისას, თუმცა ნაკრებში თავის წარმოჩენა ქართველს თავდაჯერებულობის დაბრუნებაში უნდა დაეხმაროს. მშრალად შენახული კარი მამარდაშვილის თაობაზე ყველა ეჭვს ვერ გაფანტავს, მაგრამ დროული შეხსენებაა, რომ მასთან ერთად უკეთესად მოქმედებისას, პოტენციალი გააჩნია და ჯერ კიდევ შეგვიძლია ვნახოთ მისი ის დონე, რომელმაც „ენფილდზე“ მიწვევაში დაგვარწმუნა“. 

 

Rousing the Kop: „როგორ გაისარჯა გიორგი მამარდაშვილი თავის კარიერაში „ლივერპულში“ უმნიშვნელოვანესი კვირის ჩატარებამდე? ალისონის მორიგი ტრავმის შემდეგ, მეკარე არნე სლოტის გუნდში მოულოდნელად საკვანძო ფეხბურთელი გახდა. „წითლებს“ უდავოდ გაახარებს, რომ უვნებელი დაბრუნდა. ორივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, რაც იმედი გვაქვს, თვითდაჯერების დაბრუნებაში დაეხმარება. კაუნასში გოლი არ გაუშვა და მის საკლუბო კარიერაში გადამწყვეტი მომენტი დგება. „მანჩესტერ სიტისთან“ და პსჟ-სთან დაპირისპირებების წინ სათამაშო პრაქტიკა მიიღო. მამარდაშვილი ეროვნული გუნდის ძირითად მეკარედ რჩება და მოულოდნელი არ იყო, ისრაელთან და ლიეტუვასთან სრულად რომ ითამაშა. ისრაელთან იმედგაცრუებას ჰქონდა ადგილი, ვინაიდან ორბურთინი უპირატესობა მეორე ტაიმში გაანიავეს – მამარდაშვილმა ოთხწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაუშვა. 

 

თუმცა, მან კვირას თავი უკეთ წარმოაჩინა, როდესაც თავის გუნდს ლიეტუვასთან გამარჯვების მოპოვებაში (2:0) დაეხმარა. ათჯერ დაურტყეს, რომელთაგან სამი კარში წავიდა. იმედს გამოვთქვამთ, კარის მშრალად შენახვა, გადამწყეტი მატჩების წინ საკუთარი თავის რწმენას შემატებს. ალისონს კიდევ გარკვეული პერიოდი გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლივერპული“ ამ რთულ მომენტში თავისი 25-ე ნომრის იმედად უნდა იყოს, რომელიც შეიძლება მისთვის განსაკუთრებული გახდეს. საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ის „წითლების“ დასახმარებლად მზადაა“.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version