ჭიდაობა

ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში – საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა

ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს – 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სამწუხაროდ, ლაშა ფინალში აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან დამარცხდა, არადა ლაშამ დღეს ისეთ ძიუდოისტებს სძლია, როგორებიც დავლათ ბობონოვი და ჯონგჰონ კიმი არიან.

ლაშას გარდა, დღეს საქართველოს ნაკრების სახელით გიორგი ჯაბნიაშვილი, ონისე სანებლიძე, თორნიკე ფოლადიშვილი, გელა ზაალიშვილი და საბა ქარდავა წარსდგნენ, თუმცა ყველა მათგანი ასპარეზობას ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშა.

ამრიგად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა.