„მარკას“ ცნობით, „ინტერის“ ცენტრალური მცველი ალესანდრო ბასტონი „ბარსელონაში“ გადასვლაზე თანახმაა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბარსელონა“ 26 წლის ბასტონის სამსახურით დაინტერესებულია, კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა „ინტერი“ მზადაა შეთავაზება განიხილოს.
პრობლემა შეიძლება ფეხბურთელის მაღალი ფასი, 70 მილიონი ევრო გახდეს, მით უმეტეს „ბარსასთვის“ პრიორიტეტული ცენტრალური თავდამსხმელის დამატებაა.
მიმდინრე სეზონში სერია A-ს 24 მატჩში ბასტონიმ 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას „ნერაძურისთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
წყარო: Sportall.ge
