Site icon sportmedia.live

“ბარსელონა” “რეალს” 7 ქულით გაექცა

ლა ლიგის ოცდამეათე ტურში „მალიორკამ“ სახლში „რეალს“ 2:1 მოუგო, “ბარსელონამ“ კი სტუმრად „ატლეტიკო“ დაამარცხა (2:1), რომელიც ნიკოლას გონსალესის გაძევების გამო მთელი მეორე ტაიმი რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა.

 

„ლიდერი“ 76 ქულით „ბარსელონაა“, მეორე ადგილზე 69 ქულით „რეალია“, 58 ქულით მესამეზე „ვილიარეალია“, 57-ით კი მეოთხეზე „ატლეტიკო“. „ვილიარეალს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული – 6 აპრილს გასვლაზე „ჟირონას“ დაუპირისპირდება.

 

მალიორკა. „სონ მოიში“

მალიორკა – რეალი 2:1

გოლები: 1:0 მორლანესი (41), 1:1 მილიტაო (88), 2:1 მურიკი (90+1)

 

მადრიდი.“მეტროპოლიტანო“

ატლეტიკო – ბარსელონა 1:2

გოლები: 1:0 სიმეონე (39), 1:1 რაშფორდი (42), 1:2 ლევანდოვსკი (87)

გაძევება: გონსალესი (45+7, ატლეტიკო)

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version