Site icon sportmedia.live

“ბარსელონა” – “ატლეტიკოს” მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება

8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” უმასპინძლებს. 

 

უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მატჩის დელეგატი სფფ-ის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე იქნება.

 

“ბარსელონა” – “ატლეტიკოს” დაპირისპირება “კამპ ნოუზე” გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version