ფეხბურთი

“ბაიერნი” ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

Teamtalk-ის ინფორმაციით, “ბაიერნი” გუნდის 40 წლის კიპერის მანუელ ნოიერის შემცვლელად “ბრაიტონის” 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ბარტ ვერბრიუგენის ვარიანტს განიხილავს. 

 

ახალგაზრდა კარის დარაჯს “თოლიებთან” კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მის სატრანსფერო ღირებულებად 40 მილიონი ევრო სახელდება. 

 

ვერბრიუგენმა კარიერა სამშობლოში “ბრედაში” დაიწყო, რის შემდეგაც “ანდერლეხტს” მიაშურა, 2023 წლიდან კი “ბრაიტონის” ღირსებას იცავს. 

 

მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელმა 31 შეხვედრაში 37 გოლი გაუშვა და 7 მატჩში კარი “მშრალად” შეინახა. 

წყარო: Sportall.ge