კალათბურთი

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა “ბარსელონას” 15 ქულა ჩაუგდო

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში მათე ხატიაშვილის “ბასკონია” “ბარსელონასთან” 53:88 დამარცხდა.

 

ქართველმა გამთამაშებელმა შედეგიანად ითამაშა და კატალონიელებს 35 წუთში 15 ქულა ჩაუგდო.

 

ხატიაშვილი ტურნირის 4 მატჩში საშუალოდ 13.25 ქულას, 4.5 პასს, 2.5 მოხსნას და 2.2 ჩაჭრას აგროვებდა.

 

GBF.GE

 

წყარო: Sportall.ge