ფეხბურთი

“არსენალი” არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები გუნდის მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტას მუშაობით აღფრთოვანებულები არიან და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი სემი მოკბელი ავრცელებს.

 

“არტეტას “არსენალში” ძალიან ფართო უფლებამოსილება აქვს – ისეთი, როგორიც ევროპაში მხოლოდ რამდენიმე მწვრთნელს თუ აქვს. მან ეს სტატუსი დაიმსახურა იმით, რომ გუნდი მნიშვნელოვნად განავითარა.კლუბის ხელმძღვანელობას სურს არტეტასთან კონტრაქტის გახანგრძლივება, ხოლო თავად მწვრთნელიც მზად არის დარჩეს და ერთად გააგრძელონ მიმდინარე პროექტის კიდევ უფრო განვითარება”, – წერს მოკბელი.

 

შეგახსენებთ, 44 წლის სპეციალისტი “არსენალს” სათავეში 2019 წლიდან უდგას, ამ პერიოდის განმავლობაში “მეთოფეებმა” ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასი მოიგეს.

წყარო: Sportall.ge