Site icon sportmedia.live

არბელოამ ყველა მოხიბლა – ის “რეალის” მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ალვარო არბელოა “რეალის” მთავარი მწვრთნელის რანგში შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ. 

 

43 წლის სპეციალისტი მადრიდელთა თავკაცად მიმდინარე სეზონის დასაწყისში ხაბი ალონსოს ნაცვლად დანიშნეს და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს. 

 

ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ “ბლანკოსის” ფეხბურთელებს არბელოას ტაქტიკა და მუშაობა ძალიან მოსწონთ. “რეალის” მოთამაშეები ასევე დამრიგებლის ასისტენტების მუშაობითაც არიან კმაყოფილნი. 

 

არბელოასთან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას განსაკუთრებით ვინისიუსი, ფედერიკო ვალვერდე, ტიბო კურტუა, ორელიენ ჩუმამენი და ანტონიო რიუდიგერი უჭერენ მხარს.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version