Site icon sportmedia.live

“აკადემიურად სრული ჩავარდნა ჰქონდა, სკოლაში სწავლა არ უყვარდა” – მესის ყოფილი თანაგუნდელი ლეოს “ბარსელონას” აკადემიის პერიოდზე

37 წლის ესპანელმა მწვერთნელმა გილერმო აბასკალმა “სპორტ ექსპრესთან” ინტერვიუში ლიონელ მესის კარიერის საწყისი ეტაპი გაიხსენა და თქვა, რომ არგენტინელი სკოლაში კარგი სწავლით არ გამოირჩეოდა. 

 

აბასკალი ლეოსთან ერთად “ბარსელონას” აკადემიაში ირიცხებოდა, თავად კი პროფესიონალურ დონეზე არასდროს უასპარეზია და მხოლოდ სამწვრთნელო საქმიანობით შემოიფარგლება. 

 

“მესის სკოლაში სწავლა საერთოდ არ უყვარდა. მაშინვე ცხადი იყო, რომ არგენტინელს სკოლაში სიარული საერთოდ არ სურდა. ფეხბურთის მხრივ კი ყველა თავიდანვე ხვდებოდა, რომ უნიჭიერესი იყო და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდებოდა. 

 

თუმცა ისიც სათქმელია, რომ აკადემიურად სრული ჩავარდნა ჰქონდა. კლასის ბოლოში იჯდა, სადაც მუდმივად ფაბრეგასთან და პიკესთან ერთად თამაშობდა. მახსოვს, ლეო 19-წლამდელთა თასზე თამაშობდა თავად კი 16 წლის იყო. მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო და სამი გოლი გაიტანა”, – თქვა აბასკალმა. 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version