ლინცში მიმდინარე ზემო ავსტრიის გრან პრიზე (Upper Austria Grand Prix) ქართულ ფინალს ვიხილავთ – 90 კილოგრამში ტატო გრიგალაშვილი ლუკა ჯავახიშვილს შეხვდება.
აქ ხომ ორი მედალი გარანტირებული გვაქვს და, კიდევ ერთი შანსი მივიღეთ +100 კილოგრამში, სადაც ირაკლი დემეტრაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ გამზათხანოვს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).
ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან დაიწყება.
