რამდენიმე დღის წინ “ლივერპულის” ვარსკვლავმა მოჰამედ სალაჰმა გულშემატკივრებს აცნობა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მერსისაიდელთა რიგებს დატოვებს.
“წითლების” ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა არნე სლოტს, ეგვიპტელის შემცვლელად, “ბაიერნიდან” მაიკლ ოლისეს ან “ვესტ ჰემიდან”, კრისენსიო სამერვილის დამატება ურჩია.
“მოს” (სალაჰი) შეცვლა რთული და ძალიან ძვირი იქნება. ასეთ დროს ვიღაც განსაკუთრებული გჭირდება, ვფიქრობ, ასეთი მაიკლ ოლისეა, ასევე კრისენსიო სამერვილიც შესანიშნავი მოთამაშეა და გამარჯვებებს მოწყურებულია. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში “ვესტ ჰემი” საშინლად გამოიყურება, კრისენსიო გუნდის ნათელი წერტილია”, – განაცხადა ჯერარდმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში სამერვილმა “ჩაქუჩების” მაისურით პრემიერლიგაში ჩატარებულ 24 მატჩში თავი 6 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
წყარო: Sportall.ge