„ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, ტრავმები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა დეზირე დუემ და ნუნუ მენდეშმა და შეცვალეს. ცნობილი გახდა, რამდენსად სერიოზულად დაშავდნენ ისინი.
კლუბის საიტის ცნობით, დუეს მარჯვენა მუხლის პრობლემა აქვს და ორი კვირა მოუწევს მკურნალობა. მენდეშს ბარძაყის უმნიშვნელო დისკომფორტი აქვს და ორი დღის შემდეგ დაიწყებს ვარჯიშს სატრენაჟორო დარბაზში.
ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალური დაპირისპირებისთვის მენდეში მწყობრში ჩადგება, დუეს თამაში კი საეჭვოა.
წყარო: Sportall.ge