ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, „არსენალი“ საკუთარ მოედანზე „სპორტინგს“ ფრედ (0:0) ეთამაშა, ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვიდა (1:0) და ნახევარფინალში გავიდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ისევ სათადარიგო იყო.
„არსენალი“ ნახევარფინალში „ატლეტიკოს“ შეხვდება.
ლონდონი. „ემირეითსი“
არსენალი – სპორტინგი 0:0
წყარო: Sportall.ge
