ფეხბურთი

ფიქრობს თუ არა ფეხბურთში დაბრუნებაზე – კროოსმა კომენტარი გააკეთა

ლეგენდაურლმა გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა განაცხადა, რომ პროფესიონალურ ფეხბურთში დაბრუნებას არ აპირებს და ეს გამორიცხული ამბავია.

 

“კარიერა დავასრულე და ეს დახურული თავია. თუ დაბრუნება მომინდება, მგონია, რომ კარიერას ისევე ლამაზად ვერ დავასრულებ, როგორც ეს ადრე გავაკეთე”, – ციტირებს კროოსს Madrid Xtra.

 

შეხსენებისთვის, კროოსმა კარიერა 2024 წელს 34 წლის ასაკში მადრიდის “რეალში” დაასრულა. 

წყარო: Sportall.ge