Site icon sportmedia.live

“ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება” – ენრიკემ საფონოვის პროგრესსა და ძირითადი მეკარის სტატუსზე ისაუბრა

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუნდის რუსი მეკარის მატვეი საფონოვის პროგრესსა და მის ძირითადი კიპერის სტატუსის მოპოვებაზე ისაუბრა. 

 

ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მატვეის კარგი ასპარეზობით ძალიან მოხარულია და გუნდში ასევე სხვა 2 კარგი კარის დარაჯიც ჰყავს. 

 

“დონარუმას გუნდში ყოფნის გათვალისწინებით, გასულ სეზონში საფონოვმა იმაზე მეტი ითამაშა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. მიმდინარე სეზონში მან სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება. 

 

საფონოვი ძალიან კარგად და ბევრს ვარჯიშობდა, როდესაც შანსი მიეცა, დაამტკიცა, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეეძლო. მისით ძალიან კმაყოფილნი ვართ და მე გუნდში კიდევ 2 მაღალი დონის კიპერი მყავს. 

 

შენი დამოკიდებულება მაშინ არის უფრო მნიშვნელოვანი, როდესაც არ თამაშობ, ვიდრე მაშინ როცა ძირითადში ხარ”, – ციტირებს ენრიკეს L’Equipe.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version