The Independent წერს, რომ “ლივერპულის” 33 წლის ეგვიპტელ ვინგერ მოჰამედ სალაჰს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს. აფრიკელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ “ენფილდს” დატოვებს და მედიაში უკვე მის შესაძლო ახალ გუნდებზე იწერება.
სალაჰის მიმართ სერიოზული ინტერესს კვლავ საუდის არაბეთის კლუბები იჩენენ. განსაკუთრებულად “ალ-ჰილალი” აქტიურობს და სავარაუდოა, რომ მალე ოფიციალურ შეთავაზებასაც გაუკეთებენ.
ეგვიპტელის სამსახურით MLS-შიც ინტერესდებიან და მისი ხილვა ლიონელ მესის მაიამის “ინტერსაც” სურს. შეხსენებისთვის, სალაჰმა “ლივერპულში” კარიერის განმავლობაში 435 მატჩში 255 გოლი გაიტანა და 122 ასისტი მიითვალა. ამ პერიოდში მან 9 ტიტული მოიგო.
წყარო: Sportall.ge