პრემიერლიგის ოცდამეცამეტე ტურში, გასვლაზე „ევერტონთან“ მოგებული მატჩის 54-ე წუთზე ტრავმა მიიღო „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „წითლების“ მწვრთნელმა არნე სლოტმა თქვა, რომ მამარდაშვილს ღია ჭრილობა აქვს, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი აზრით, ტრავმა ხანგრძლივი არ უნდა იყოს და მალე დადგინდება, შეძლებს თუ არა მომავალ კვირაში თამაშს.
შემდეგ მატჩს „ლივერპული“ 25 აპრილს, სახლში „კრისტალ პალასთან“ ჩაატარებს.
წყარო: Sportall.ge
