Site icon sportmedia.live

“როცა წააგებ, უნდა გაჩუმდე” – სნეიდერმა “ბარსელონა” გააკრიტიკა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ვესლი სნეიდერმა Ziggo Sport-თან ინტერვიუში “ბარსელონა” გააკრიტიკა.

 

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ატლეტიკოსთან” გავარდნის შემდეგ, კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა და ფეხბურთელებმა შეხვედრის მთავარი არბიტრი გააკრიტიკეს.

 

სნეიდერის თქმით, წაგების შემდეგ მსაჯის კრიტიკა მიუღებელი ქმედებაა.

 

“ყოველთვის საუკეთესო გუნდი არ იმარჯვებს. ვფიქრობ, მათ უკვე წააგეს ის მატჩი იმ სამწუხარო წითელი ბარათის შემდეგ პირველ შეხვედრაში. შენ კარგად იცი, რომ მადრიდში თამაში ძალიან რთულია, როცა ფსონი ასეთ მაღალია.

 

ასეთი ფანების მხარდაჭერის ფონზე, იცი, რომ ატლეტიკო აუცილებლად გაიტანს გოლს. ბარსელონას უნდა გაეზარდა უპირატესობა — მათ ჰქონდათ ამის შანსები. სიმეონემაც ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა, რადგან გუნდმა სიმშვიდე შეინარჩუნა და გეგმას ბოლომდე მიჰყვა. არ მოდუნდნენ, ამიტომ ორ მატჩს თუ შევაფასებთ, ვფიქრობ შედეგი სამართლიანი იყო.

 

სულ ასე ხდება. უკვე ცოტა გამაღიზიანებელიც ხდება. უბრალოდ უნდა შეწყვიტონ ეს. თუ წააგე, უნდა გაჩუმდე . შეგიძლია გაასაჩივრო, მაგრამ ეს მაინც არაფერს შეცვლის. მე ამას ყოველთვის წუწუნს ვეძახი. წაგების შემდეგ წუწუნს აზრი არ აქვს,” – განაცხადა ვესლი სნეიდერმა

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version