ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონი დასრულდა. ცნობილია ფლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის გუნდების მეტოქეები გვაინტერესებს. “მამუს” “ტორონტო” ფლეი-ოფში გავიდა, სადაც “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდება, აი გოგას “ორლანდო” კი ფლეი-ინში ითამაშებს და “ფილადელფიას” დამარცხების შემთხვევაში, ფლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს.
გუნდები ასე დაწყვილდნენ:
დასავლეთ კონფერენცია
“ოკლაჰომა სითი თანდერი” – ფლეი-ინის გამარჯვებული (მერვე ადგილოსანი)
“სან ანტონიო სპურსი” – პლეიინის გამარჯვებული (მეშვიდე ადგილოსანი)
“დენვერ ნაგეთსი” – “მინესოტა ტიმბერვულვზი”
“ლოს ანჯელეს ლეიკერსი” – “ჰიუსტონ როკეტსი”
ფლეი-ინის მატჩები
“ფინიქს სანსი” – “პორტლენდ ტრეილ-ბლეიზერსი”
“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “გოლდენ სტეიტ უორიორსი”
აღმოსავლეთ კონფერენცია
“დეტროიტ პისტონსი” – ფლეი-ინის გამარჯვებული (მერვე ადგილოსანი)
“ბოსტონ სელტიქსი” – ფლეი-ინის გამარჯვებული (მეშვიდე ადგილოსანი)
“ნიუ იორკ ნიქსი” – “ატლანტა ჰოუქსი”
“კლივლენდ კავალიერსი” – “ტორონტო რაპტორსი”
ფლეი-ინის მატჩები
“ორლანდო მეჯიქი” – “ფილადელფია სიქსერსი”
“შარლოტ ჰორნეტსი” – “მაიამი ჰიტი”
ცნობისთვის, ფლეი-ინის შეხვედრები 14 აპრილიდან დაიწყება.
წყარო: Sportall.ge
