სერია B-ს ოცდამეთხუთმეტე ტურში „ფროზინონემ“ გასვლაზე „მოდენას“ 2:1 სძლია.
სტუმართა გუნდის შემტევმა გიორგი კვერნაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა და ყვითელი ბარათი მიიღო. მან შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: Flashscore 7.5, Sofascore 6.8.
კვერნაძის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონატის 33 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
„ფროზინონემ“ ბოლო 12 შეხვედრიდან 6 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა, 72 ქულით მეორე ადგილზეა და 25 აპრილს „კარარეზეს“ უმასპინძლებს.
მოდენა. „ალბერტო ბრალია“
მოდენა – ფროზინონე 1:2
გოლები: 1:0 მასოლინი (41), 1:1 გეჯემისი (52), 1:2 გეჯემისი (60)
წყარო: Sportall.ge
