ფეხბურთი

“ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო” – ჩალჰანოღლუმ “მილანიდან” ინტერში” გადასვლაზე ისაუბრა

“ინტერის” 32 წლის თურქმა ნახევარმცველმა ჰაქან ჩალღანოღლუმ “მილანიდან” მის მოსისხლე მტერ “ინტერში” გადასვლაზე ისაუბრა. შეხსენებისთვის, 2021 წლის ზაფხულში მან “როსონერიდან” “ნერიაძურის” თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა. 

 

“მილანს” ჩემთვის ოფიციალურად კონტრაქტის გახანგლძრივება არასდროს შემოუთავაზებია და მხოლოდ ზეპირი საურები იყო. ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე დაველოდე, მაგრამ არაფერი შეცვლილა. 

 

შემდეგ ჩემით “ბარსელონა” და “იუვენტუსი” დაინტერესდნენ, მაგრამ მალევე “ინტერი” გამოჩნდა. სიმონე ინძაგიმ პირადად რამდენჯერმე დამირეკა და მას ჩემი გუნდში ხილვა ძალიან სურდა. 

 

ძალიან ვყოყმანობდი, რადგან “მილანიდან” ინტერში” გადასვლა ადვილი არ იყო და გადაწყვეტილება ძალიან რთულადაა მისაღები. აგენტმა მითხრა, რომ დავფიქრებულიყავი და პასუხი შემდეგ მეთქვა. 

 

მეორე დღეს დავთანხმდი. ოჯახთან არ განმიხილავს, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. შემდეგ ყველაფერი ვუთხარი და მათ მხარი დამიჭირეს. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო, ჩემო ცოლი ყოველთვის ჩემს გვერდითაა. საბოლოო ჯამში, მე უნდა გავიდე მოედანზე და ავიღო პასუხისმგებლობა”, – ციტირებს ჩალჰანოღლუს Sky Sport Italia.

წყარო: Sportall.ge