This Is Anfield-ი „ტუტოსპორტზე“ დაყრდნობით იტყობინება, რომ „ლივერპულის“ მეკარე ალისონი შეიძლება „იუვენტუსში“ ვერ გადავიდეს:
„იტალიური კლუბი მზადაა ალისონის სანაცვლოდ მოთხოვნილი 13 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, მაგრამ პრობლემა ფეხბურთელის გასამრჯელოა. მისი ყოველკვირეული ხელფასი 250 ათასი ფუნტია, ამას გარდა, ბრაზილიელი ტრანსფერისას ბონუსებს, აგენტები კი საშუამავლო თანხას მოითხოვენ.
ამიტომ, არ არის გამორიცხული, „იუვენტუსმა“ დავიდ დე ხეას გადაბირებაზე იფიქროს, რომელიც მალე „ფიორენტინას“ დატოვებს. 35 წლის ესპანელის შეძენა 8.7 მილიონ ფუნტადაა შესაძლებელი, თანაც მისი ანზღაურება ალისონთან შედარებით ორჯერ უფრო მცირეა.
ასე რომ, ბეკერი შეიძლება „წითლებში“ დარჩეს, რაც გუნდის გულშემატკივართა უმეტესობას გაახარებს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, ეს გიორგი მამარდაშვილისთვის სასიამოვნო და მისაღები ვარიანტი იყოს, რამეთუ ასეთ შემთხვევაში, კიდევ ერთი სეზონით დუბლიორობა მოუწევს და ძნელი სათქმელია, ამას დათანხმდება თუ არა. მითუმეტეს მან „ვალენსიასა“ და საქართველოს ნაკრებში ძირითადი მეკარის რანგში მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო.
განიხილება სერიოზულად ტრავმირებულ ვიატეაზსლავ იაროშთან ხანგრძლივვადიანი თანამშრომლობა. ფრედი ვუდმენი კლუბში რჩება. ჯერ უცნობია, გაუშვებენ თუ არა ახალგაზრდა არმინ პეჩს იჯარით „სევილიაში“.
წყარო: Sportall.ge
