ლიგა 2-ის ოცდამეთერტმეტე ტურში „სენტ-ეტიენი“ მოულოდნელად გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „ბასტიასთან“ 0:2 დამარცხდა.
ამით შეწყდა ჩემპიონატზე „სენტ-ეტიენის“ ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია – 7 მოგება და 2 ფრე.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: Sofascore 6.6, Flashscore 6.6.
ტურნირის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „სენტ-ეტიენი“ 57 ქულით მეორე ადგილზეა და 25 აპრილს ლიდერ „ტრუას“ უმასპინძლებს, რომელსაც 4 ქულით ჩამორჩება. მესამე პოზიციაზე 57 ქულით „ლე მანია“.
ბასტია. „არმან სეზარი“
ბასტია – სენტ-ეტიენი 2:0
გოლები: 1:0 ზაოუაი (1), 2:0 ეიკმაიერი (71)
წყარო: Sportall.ge
