ფეხბურთი

ალისონი უკვე “ლივერპულის” სერიოზული პრობლემაა – ბოლოს და ბოლოს მიდის თუ რჩება?

მეკარე ალისონს ტრავმების გამო, ზედიზედ მეორე სეზონში უწევს მატჩების გამოტოვება და ბუნებრივია, მის იმედად ყოფნა ძნელია. 

 

„წითლების“ მწვრთნელმა არნე სლოტმა ალისონის მდგომარეობის შესახებ კომენტარი LFCTV-ის ეთერში გააკეთა: „იმედი გვაქვს, შესაძლოა, ამ კვირაში გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყოს. მოდით, ვნახოთ, ეს როდის მოხდება, მერე კი სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ“.

 

მან აღნიშნა, რომ „ევერტონთან“ მატჩში ტრავმირებული გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესული ფრედი ვუდმენი ურიგოდ არ გაისარჯა, ახლა დიდი წნეხის ქვეშაა, თუმცა საკმაოდ გამოცდილია და „კრისტალ პალასთან“ სათამაშოდ მზად უნდა იყოს.

 

1-trafordi-1776782104.jpg

 

ადრე გავრცელდ ინფორმაცია, რომ ალისონი შეიძლება „იუვენტუსში“ გადაბარგდეს, დღეს კი „დეილი მეილი“ იტყობინება, რომ ტურინული კლუბი „მანჩესტერ სიტის“ კარის დარაჯით, ჯეიმს ტრაფორდით დაინტერესდა და მზადაა ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. ტრაფორდი „სიტიში“ ჯანლუიჯი დონარუმას დუბლიორია და გუნდის გამოცვლა სურს.

წყარო: Sportall.ge