Site icon sportmedia.live

ალისონთან ერთად “ლივერპული” შეიძლება კიდევ ერთმა მეკარემ დატოვოს

„სევილია“ „ლივერპულის“ 21 წლის მეკარით, არმინ პეჩით (სიმაღლე 190 სმ) დაინტერესდა, – იტყობინება AS-ი.

 

ესპანური კლუბი პეჩის ზაფხულში გადაბირებას შეეცდება და არ არის გამორიცხული, მერსისაიდულმა კლუბმა იჯარით გაუშვას. 

 

5-peci-1776544089.webp

 

პეჩი ავსტრიაში დაბადებული, მაგრამ „პუშკაშ აკადემიის“ აღზრდილია, საიდანაც „წითლებში“ 2025 წლის ზაფხულში გადავიდა, ამ სეზონში კი პრემიერლიგის 21-წლამდელთა ტურნირზე 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა. არმინი უნგრეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, ხოლო transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 800 ათასი ევროა. 

 

პეჩს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

 

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ალისონი „იუვენტუსში“ გადავიდეს და გიორგი მამარდშვილი ძირითადი მეკარე გახდეს.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version